პროფილაქტიკა რა არის გულის უკმარისობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე? 2019, 1 აპრილი, 14:59 ![]() 1.რა არის გულის უკმარისობა![]() თუ ზომებს დროულად არ მივიღებთ, ეს დაავადება უფრო და უფრო მოახდენს გავლენას გულის მუშაობაზე( გულის ფორმაც კი შეიცვლება). გულის უკმარისობის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი გაკონტროლება სავსებით შესაძლებელია. 2. რა სიმპტომებით იჩენს თავსძირითადი, გავრცელებული სიმპტომებია: ქოშინი, სულისხუთვა-რომელიც თავს იჩენს როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში დაღლილობა-რომელიც კარგად დასვენების და გამოძინების მერეც კი არ გტოვებთ და განსაკუთრებით ძლიერდცება ფიზიკური დატვირთისას, კიბეზე ასვლისას და ა.შ.![]() სხვა სიმპტომები:ხველის ხანგრძლივი შეტევა, რომელიც ღამე ძლიერდება. ხრინწიანი სუნთქვა. შეშუპება მუცლის არეში უმადობა წონის მკვეთრი ცვლილება( სწრაფად მომატება ან დაკლება) თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა გულის რიტმის დარღვევათუ ჩამოთვლილთაგან ერთი სიმპტომი მაინც გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 3.გამომწვევი მიზეზებიგულის უკმარისობის განვითარების რისკი უფრო მაღალია 60 წლის ზემოთ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა უფრო ადრეც განვითარდეს გარკვეულ მიზეზთა გამო. ასეთია მიზეზებია: გულის იშემიური დაავადება მაღალი არტერიული წნევა გულის შეტევა კარდიომიოპათია ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური დამოკიდებულება ინფექციური დაავადებები გულის თანდაყოლილი მანკი ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების დაავადებები დიაბეტი სიმსუქნე3.როგორ დავიცვათ თავი![]() იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულის უკმარისობა თანდაყოლილია, მკურნალობის, სწორად შერჩეული დიეტის და სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით სიმპტომების გამოვლინებას შეამცირებთ. 345 შეფასება არ არის
|